კბილის ამოღების პროცედურა

სტომატოლოგიურ კლინიკა „ელიტ“-ში კბილის ამოღების პროცედურა ხორციელდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობს. კლინიკის წამყვანი ექიმები, რომლებიც განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან , ოპერაციებს მაქსიმალური სიფრთხილით ატარებენ. სიტუაციის საჭიროების შემთხვევაში ექიმები ასევე იღებენ კბილის ფესვსა და ნერვს, რაც როგორც წესი, მომავალში იმპლანტების ჩასასმელად მზადებას გულისხმობს.
კბილის ამოღების პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1) ზუსტი დიაგნოსტიკა;
2) ტკივილის გაყუჩების პროცედურა;
3) ამოღების პროცესი.
კბილის ფესვის ამოღების პროცედურას კლინიკა „ელიტ“-ში უმაღლესი კვალიფიკაციის ქირურგები ატარებენ. ეს პროცესი უმტკივნეულოდ ტარდება, ვინაიდან ექიმები იყენებენ მაქსიმალურად ეფექტურ და თანამედროვე მეთოდებს. კბილის ფესვი ამოსაღებად გამოიყენება სპეციალური მაშა ან ელავატორი, ზოგიერთ შემთხვევაში კი – მოქლიბვის მეთოდი.
ფესვის ამოღების პროცედურა მოითხოვს მაქსიმალურად ზუსტ დიაგნოსტიკას, რათა ექიმმა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა მისი ამოკვეთა. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ჰიპოალერგიული ანტისეპტიკი აყუჩებს პროცესს ანესთეზიისა და შემდგომი ოპერაციის დროს.