კბილების გათეთრება თანამედროვე ტექნოლოგიებით

არსებობს კბილების პროფესიონალური და არაპროფესიონალური გათეთრების მეთოდები. არაპროფესიონალური მეთოდი მეტად ხელმისაწვდომია, ამიტომ მას უფრო ხშირად ირჩევენ ის ადამიანები, რომლებსაც ექიმთან კონსულტაციის დრო არ აქვთ. თუმცა, ამგვარი მეთოდი რისკებთანაა დაკავშირებული და სასურველ შედეგს არც თუ ყოველთვის განაპირობებს.
კბილების პროფესიონალურ გათეთრებას კლინიკა „ელიტ“-ში ახორციელებენ უმაღლესი დონის სპეციალისტები, რომლებიც იყენებენ ლაზერს, ქიმიურ და ფოტოგათეთრების მეთოდოლოგიებს. ეს სამი მეთოდი დღევანდელობაში ყველაზე ეფექტური და პოპულარულია, რომლებიც გამოიყენება ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
კლინიკა „ელიტ“-ში კბილების გათეთრებას აქვს შემდეგი უპირატესობები:
• პირველ რიგში სპეციალისტები იყენებენ ულტრათანამედროვე პრეპარატებს, რომლებიც ხასიათდებიან ნაკლები ინვაზიურობით.
• მეორე მხრივ, ჩვენი პაციენტები შედეგს უკვე პირველი პროცედურის შემდეგაც კი ამჩნევენ. მესამე უპირატესობა კი მისაღებ ფასებშია.

კბილის გათეთრების მეთოდები და ფასები კლინიკა „ელიტ“-ში:
კბილების გათეთრების ფასები განსაზღვრულია იმ მეთოდებით, რომლებიც გამოიყენება. პაციენტს შეუძლია აირჩიოს სახლის კურსი, რომლის დროსაც ის თვითონვე იყენებს შესაბამის პრეპარატს, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ან ლაზერული გათეთრება.

 

1) ლაზერული გათეთრება “ZOOM”:
თითოეულ კბილზე ექიმი ანაწილებს წყალბადის ზეჟანგზე დამყარებულ სპეციალურ ხსნარს, შემდეგ კი აძლიერებს მის ზემოქმედებას ლაზერული სხივის მეშვეობით. შედეგად ემალი წამებში თეთრდება, ამასობაში კი პაციენტი ვერ გრძნობს ტკივილსა და დისკომფორტს. ამასთან, ექიმის დანიშნულების პირნათლად შესრულების შემთხვევაში ლამაზი ღიმილი 7 წელიწადზე მეტ ხანს შენარჩუნდება.

2) “HOME” სახლის გათეთრება:
კბილების გათეთრება სახლის პირობებში. გატეთრებისას გამოიყენება ინდივიდუალური კაპა, რომელიც ივსება გათეთრების პრეპარატით და მაგრდება კბილებზე მთელი ღამით ან რამდენიმე საათით დღისით. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმი-სტომატოლოგის მიერ და დამოკიდებულია საბოლოო მიზანზე (ჯანმრთელი კბილების გათეთრება ან პიგმენტაციის აღმოფხვრა). სახლის პირობებში გათეთრება უნდა ხორციელდებოდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.