იმპლანტაცია

იმპლანტაცია ხელოვნური ფესვის ძვლოვან ქსოვილში ჩანერგვისა და შემდგომი პროტეზირების (კბილის გვირგვინის დაფიქსირების) ოპერაციაა. ეს დარგი სტომატოლოგიური რეალობის ყველაზე პროგრესულ დარგად მიიჩნევა. სტატისტიკის მიხედვით, იმპლანტების დანერგვის 98%-ზე მეტი წარმატებით სრულდება. ამრიგად, დღეს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია რიგი დაკარგული კბილების უმტკივნეულოდ აღდგენა.
კლინიკა „ელიტ“-ში იმპლანტაციას აქვს შემდეგი უპირატესობები:
1) იმპლანტაციისთვის გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ბიოაქტიური იმპლანტები ისრაელიდან;
2) ხელოვნური კბილები 20 წელიწადზე მეტ ხანს ძლებენ;
3) ელიტის ექიმები არ ეხებიან გვერდითა კბილებს;
4) იმპლანტები არ განირჩევა ბუნებრივი კბილებისაგან, როგორც გარეგანი, ასევე ფუნქციური კუთხით;
5) კბილების რიგი აღდგება მაშინაც კი, როდესაც ცოცხალი ქსოვილების მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი;
6) გარანტირებული ესთეტიური ეფექტი;
7) ოპერაციის ჩატარების შემდეგ კლინიკის ექიმები არ ამთავრებენ თავიანთ სამსახურს. იმპლანტების ქონის მთელი პერიოდის განმავლობაში პაციენტს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს ექიმს ყველა მისთვის აუცილებელ საკითხთან დაკავშირებით. ნახევარი წლის შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

იმპლანტები ისრაელიდან-ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია:

ისრაელის ბიოაქტიური იმპლანტები ფართოდაა გავრცელებული. ხარისხიანი და ეფექტური აღდგენისთვის მათ არაერთ ქვეყანაში იყენებენ. ამ მასალებს გამოარჩევს მაღალი შეხორცების მაჩვენებელი ( დაახლოებით 99,7%) და ხარისხი. ამასთანავე, ასეთი იმპლანტები საჭიროებენ შესახორცებლად ნაკლებ დროს და დიდი ხანი ძლებენ.
იმპლანტების ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ფასის დადგენაში დიდი როლს თამაშობს კბილის ქსოვილების მდგომარეობა, პრეპარატები და იმპლანტების კონკრეტული მოდელები-მათი ზომები და პარამეტრები.
როგორი იმპლანტები გამოიყენება კლინიკა „ელიტ“-ში?

კლინიკა „ელიტ“-ში გამოიყენება ორი სახის იმპლანტი:

1) ისრაელის იმპლანტები
დღესდღეობით ისრაელის იმპლანტები ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. ისინი შესაძლებელს ხდიან მინიმალური ფასებით მაღალი დონის მკურნალობას.

2) გერმანული იმპლანტები- ეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და შვეიცარიის ტიტანის სტანდარტებით დამზადებული პრემიუმ კლასის იმპლანტებია. ასეთი სახის იმპლანტები გამოიყენება ექსკლუზიური სამუშაოებისათვის.