ესთეტიკური სტომატოლოგია

რესტავრაციის მეთოდები:

რესტავრაცია კბილის ქსოვილების ფუნქციონალური და ესთეტიური აღდგენის პროცესია, რომელიც კარიესისა ან/და მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. კლინიკა „ელიტ“-ში ეს პროცედურა უმაღლესი დონის სპეციალისტების მიერ ტარდება, რომლებიც ფლობენ ყველა თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას, რათა რესტავრაცია უნაკლოდ ჩატარდეს. პროცედურისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

1) დაბჟენა სპეციალური მასალით კბილში წარმოქმნილი სიცარიელის შევსების პროცესია. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც დაზიანებულია გვირგვინის ზედაპირი, ხოლო კბილის კედლები მთლიანი და მყარია.

2) მხატვრული რესტავრაცია, რომელსაც მეორენაირად ესთეტიურ რესტავრაციაც ეწოდება, კბილის თანამედროვე მასალებით აშენების პროცესია. მეთოდი გამოიყენება დეფექტების-ბზარებისა ან/და კბილის ჩამოტეხილი ნაწილების დასაფარად. პროცესისას ექიმი რესტავრატორები კომპოზიტური მასალებით მუშაობენ, რომლებიც საჭირო მონაკვეთზე მაგრდება, ნანომეტრების დონეზე იხვეწება და ამ გზით ყალიბდება კბილის სასურველი ფორმა.

3) ვინირების მეშვეობით კბილის აღდგენა ბუნებრივ გვირგვინზე მუშაობის მეთოდია, რომელიც მხოლოდ გარედანაა

დაზიანებული. ( შეცვლილია ფორმა, მდებარეობა რიგში და/ან ფერი). ვინირების მეშვეობით კბილის აღდგენის პროცესი განსაკუთრებულად წინა კბილების შემთხვევაშია მოთხოვნადი. ვინირი, თავისი თხელი ზედაპირით, კბილის ზედა ნაწილზე მაგრდება, რათა ამ გზით დაიფაროს არსებული დეფექტები.

4) პროთეზირება- ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც კბილის ზედაპირი შეუქცევადად

დაზიანებულია, თუმცა ფესვის სისტემა კარგად ფუნქციონირებს.

კბილის გვირგვინის რესტავრაცია

რესტავრაციის მეთოდის შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ხდება:
1) განისაზღვრება ფორმა და გვირგვინოვანი ნაწილის ცოცხალი ქსოვილების რაოდენობა;
2) კბილისა და ფესვის სიმყარე;
3) ღრძილების მდგომარეობა;

4) დგინდება ემალის მდგომარეობა: ლაქების, ბზარებისა და შეფერილობის მიხედვით.

კლინიკა „ელიტ“-ში რესტავრაცია უკიდურეს შემთხვევებში ხორციელდება, მაშინ როდესაც ცოცხალი ქსოვილების გადარჩენა შეუძლებელია. პრობლემა, როგორც წესი, გამოწვეულია: მექანიკური დაზიანებებით და კარიესის არასწორი მკურნალობით/მკურნალობაზე უარის თქმით.

გვირგვინის აღსადგენად „ელიტ“-ში გამოიყენება უახლესი მეთოდები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხიანი მასალები.
ეფექტური მკურნალობისთვის პაციენტი 2-ჯერ უნდა ეწვიოს ექიმს. თითოეული პროცედურა დაახლოებით 1,5-საათს მოიცავს, შედეგი კი 15 წელიწადზე მეტ ხანს ნარჩუნდება. თუმცა, შედეგი მხოლოდ ექიმის მიერ შესრულებულ პროცედურაზე არ არის

დამოკიდებული. პაციენტმა უნდა დაიცვას გარკვეული წესები, კერძოდ პროცედურის ჩატარების შემდეგ მისთვის არ არის მიზანშეწონილი დატვირთვა, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა სპეციალური ე.წ „ფლოსებით და კონსულტაციებზე რეგულარულად სიარული.

ესთეტიური სტომატოლოგია
თანამედროვე ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება და სტომატოლოგიაში კუთვნილ ადგილს იკავებს. უმეტალო კერამიკა წარმატებით ანაცვლებს მეტალო-კერამიკას. უმეტალო კერამიკა თავისი ესთეტიური ნორმებით ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს.
ასეთი ტექნოლოგიების უპირატესობებია:
1) ესთეტიური კონსტრუქციები მზადდება მდგრადი კერამიკული მასალისგან, რომელიც სიმყარით არ ჩამოუვარდება მეტალს.

2) უმეტალო კარკასი ბუნებრივი კბილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

3) ფაიფური- ინერტული მასალაა, რომელიც ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, არ იწვევს ალერგიულ ფონსა და სხვა არასასურველ რეაქციებს. 

4) ახასიათებს სიმსუბუქე.

5) ესთეტიური კერამიკული ვინირი დიდი ხანი ინარჩუნებს ფერსა და სიმყარეს.