პაროდონტოლოგია- ღრძილების მკურნალობა

 სტომატოლოგიურ სფეროში ღრძილების მკურნალობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მას პაროდონტოლოგია შეისწავლის. ზოგი მიიჩნევს, რომ პაროდონტოლოგია მხოლოდ ღრძილების მკურნალობას გულისხმობს, სინამდვილეში კი ის დაკავშირებულია სხვადასხვა კომპლექსურ ქსოვილთან და კბილის არეში არსებულ აპარატთან, ღრძილის სითხეებსა და ძვლის კედლებთან- ე.წ ალვეოლასთან.
თქვენ გესაჭიროებათ ექიმი პაროდონტოლოგის დახმარება, თუ:
1. თქვენს პირის ღრუში შეინიშნება შეშუპება და გაწუხებთ ღრძილების ტკივილი;
2. კბილების გასუფთავებისას გაქვთ სისხლდენა;
3. გაწუხებთ არასასიამოვნო სუნი;
4. კბილებს შორის გეზრდებათ თავისუფალი ადგილები, კბილები კი უფრო მერყევი გიხდებათ.

 

მკურნალობა აპარატით „Vector Durr”

 

„Vector Durr”-ის გერმანული წარმოების აპარატით ღრძილების მკურნალობა თანამედროვე მეთოდოლოგიით მკურნალობას გულისხმობს, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა აშშ-სა და ევროპაში. დღეს კლინიკა „ელიტ“-ში შესაძლებელია პირის ღრუს ყველა არსებული დაავადების თერაპია. „Vector Durr”- ით ხორციელდება პაროდონტოზის, გინგივიტისა და პაროდონტიტის ყველა სტადიის აღმოფხვრა. ამ სისტემით მკურნალობა უზრუნველყოფს ტკივილის შეწყვეტას, ბაქტერიული საფარის განადგურებას, კბილების სიმყარის დაცვასა და ცოცხალი ქსოვილების მაქსიმალურ შენარჩუნებას.
„Vector Durr”-ით მკურნალობის უპირატესობები:

1)კბილებისა და ღრძილების გაწმენდის ეს პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო, რადგან პროცედურის მსვლელობისას სპეციალური სუსპეზია ღრძილებისა და კბილების მგრძნობელობას საგრძნობლად აქვეითებს;
2) შედეგის მისაღებად საკმარისია 1 პროცედურა;
3) ჩვენი აპარატით მკურნალობა არ საჭიროებს ანესთეზიას;

 

 

ღრძილების მკურნალობა ფოტოდინამიკური თერაპიით FDT

 

ღრძილების ქრონიკული შეშუპება იკურნება ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, ერთ-ერთია ლაზერული ფოტოდინამიკური თერაპიით მკურნალობა. ეს მეთოდი გამოიყენება პირის ღრუს ბაქტერიული, ვირუსული და სოკოს დაავადებების საწინააღმდეგოდ. ეფექტურია პაროდონტიტის, სტომატიტის, ჰეილიტისა და სხვა მსგავსი ტიპის დაავადებების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, ამ მეთოდოლოგიით მკურნალობა არის სრულიად უმტკივნეულო.

ლაზერული ფოტოდინამიკური თერაპიის უპირატესობებია:
1) არ საჭიროებს ანტისეპტიკებსა და ანტიბიოტიკებს;
2) გამორიცხავს ალერგიულ ფონს;
3) არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

ღრძილების ლაზერული მეთოდით მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა „ელიტ“-ში. პროცედურა მოიცავს შემდეგ ფაზებს:
1) შეშუპებული ღრძილები მუშავდება სპეციალური წყალმცენარეებისგან დამზადებული გელით, რომელიც გამდიდრებულია ამინომჟავებითა და ვიტამინებით;
2) შემდეგ იწყება ლაზერითა და ფოტოდინამიკური მსჭავლით მუშაობა;
3) მესამე ეტაპზე ხდება გელის ჩამორეცხვა;
4) მეოთხე ეტაპზე კი შეშუპებულ არხებზე ლაზერით ზემოქმედების პროცესი იწყება, წყალმცენარეში არსებული ქლოროფილი იშლება და გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც თავის მხრივ კლავს პათოლოგიურ უჯრედებსა და ბაქტერიებს. ეს პროცედურა უსაფრთხოა ჯანსაღი მიკროფლორისათვის.
ღრძილების მკურნალობა ოზონით ( აპარატი OzoneDTA)

მედიცინის სხვადასხვა დარგში ოზონით მკურნალობა საკმაოდ აქტუალურია, გამონაკლისი არც სტომატოლოგიაა. ოზონით მკურნალობა დაზიანებული ღრძილების შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურია.
ოზონი შლის ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოს. სხვა ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით კი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცოცხალ ქსოვილებსა და ჯანსაღ მიკროფლორაზე, ზრდის იმუნიტეტს და ყველაფერთან ერთად არის სრულიად უმტკივნეულო.
ოზონოთერაპიის არსი გაზისებრ ოზონშია, რომელიც აპარატში «Ozone DTA» წარმოიქმნება, წნევის მოქმედებით გადაეცემა სპეციალურ პაროდონტოლოგიურ საინფორმაციო ნაწილს და კლავს ბაქტერიებს, შესაბამისად კი, მთლიანად ასუფთავებს შეშუპებულ ნაწილს. თითოეული ნაწილის დამუშავება 1-2 წუთს მოითხოვს, ეს პერიოდი სრულიად საკმარისია ბაქტერიებს გასანადგურებლად. ოზონი მოქმედებს როგორც ,შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

 

FOTOSAN – ახალი შემოთავაზება ჩვენი პაციენტებისთვის

 

კლინიკა „ელიტი“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს კბილის არხების, კბილისა და ღრძილების ჯიბეებისა თუ სხვა დაზიანებების დამუშავებას აპარატით (ნათურით) FOTOSAN.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნათურით FOTOSAN პათოლოგიური ნაწილის მიკროფლორის 98% სულ რაღაც 30 წამში ნადგურდება. ამრიგად, FOTOSAN არის დეზინფექციის ჩატარების ულტრათანამედროვე მეთოდი, ე.წ ფოტოაქტიური დეზინფექციის საშუალება.
FOTOSAN აპარატით მკურნალობის უპირატესობები:
1) მყისიერი მოქმედება;
2) ეფექტურია მიკროორგანიზმებთან ბრძოლაში;
3) ანტიბაქტერიული დამუშავება წამლების გამოყენების გარეშე;
4) უსაფრთხოა, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები;
5) არ საჭიროებს დიდ დროს.