კბილების დაბჟენა კლინიკა „ელიტ“-ში

კლინიკა „ელიტ“-ში დაბჟენისთვის გამოიყენება უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხიანი მასალები. პლომბის ჩასმის პროცედურა გულისხმობს სხვადასხვა მიზეზის გამო დაზიანებული კბილისთვის თავდაპირველი ფორმის მიცემას. ეს პროცედურა უზრუნველყოფს ქსოვილის მაქსიმალურ დაცვას კარიესისგან, ბაქტერიებისა და მიკრობებისგან. არსებობს პლომბებისა და მასალების სხვადსხვა სახეობები. კლინიკაში პაციენტებს ყველაზე მყარ და უსაფრთხო მასალებს სთავაზობენ.
კბილის დაბჟენის უპირატესობები:
1) დაბჟენის შემთხვევაში იკურნება კარიესი;
2) სტომატოლოგი აქრობს ნაპრალებს, შესაბამისად არ აძლევს კბილს დაშლის საშუალებას;
3) ბჟენის ფერი კბილის ბუნებრივი ტონის მიხედვით შეირჩევა და ესთეტიურია;
4) ეს პროცედურა კბილს ბაქტერიებისგან იცავს;
5) პლომბირება იმპლანტაციაზე გაცილებით იაფია.

კლინიკაში კბილის არხების დაბჟენა უმაღლეს დონეზე ხორციელდება და შესაბამისად, ექიმებს ეძლევათ საშუალება აღადგინონ არამარტო კბილის ბუნებრივი ფორმა, რომელიც კარიესისა ან სხვა დაზიანების გამო დაირღვა, არამედ მისი ფუნქციებიც. აღნიშნული ოპერაციის დროს ცარიელი არხები სპეციალური მასალით, თერმოფილით ივსება.
პროცედურის ჩატარების შემდეგ პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, პირის ღრუ გამოიყურებოდეს ესთეტიურად. განსაკუთრებით კი ეს წინა კბილების დაბჟენის შემთხვევაში ხდება. ზუსტად ამიტომ, ექიმები მუშაობენ ესთეტიურად ლამაზი ღიმილის შესაქმნელად, იყენებენ კომპოზიტურ ბჟენებს, რომლებიც სინათლის დიოდების ჩრდილებზეა დამყარებული, ამ გზით კი ბჟენის ფერს იდეალურად ამთხვევენ ემალის შეფერილობას.
კარიესის მკურნალობა კლინიკა „ელიტ“-ში
სტომატოლოგიურ კლინიკა „ელიტ“-ში კარიესის მკურნალობა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ხორციელდება. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პაციენტებისთვის ეს პროცედურა ტკივილთან და შიშთან ასოცირდებოდა. „ელიტ“-ში კარიესის წინააღმდეგ საბრძოლველად ექიმი- სტომატოლოგები შემდეგ მეთოდებს იყენებენ:
1)ინფილტრაცია;
2)ოზონის მეშვეობით მკურნალობა;
3)ლაზერული თერაპია;
4) საჰაერო აბრაზიული დამუშავება.
პირველი მეთოდი ქიმიო-მექანიკური მეთოდია, რომელიც კარიესის საწყისი სტადიების მკურნალობისას გამოიყენება. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო კბილის მოქლიბვა. კარიესის მკურნალობის ამ პროცედურას მხოლოდ15 წუთი სჭირდება, რომლის დროსაც პაციენტი არ გრძნობს ტკივილს. ინფილტრაცია კი ეხმარება ყველა ასაკის ადამიანს წლების განმავლობაში კარიესისგან დაცული იყოს.
კლინიკაში კარიესის მკურნალობა ხორციელდება ოზონითაც, რომელიც კლავს ბაქტერიებს. ესეთი მეთოდი, მსგავსად ქიმიო-მექანიკური მეთოდისა, არ საჭიროებს მოქლიბვის პროცედურასა და ანესთეზიას, ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო არც პლომბის დამაგრებაა. ამგვარი მკურნალობისას ცოცხალ ქსოვილებს არავითარი საფრთხე ემუქრებათ, რადგან ოზონის მოქმედება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დაზიანებულ ნაწილებზე. ამგვარი მეთოდიკა გამოიყენება კარიესის საწყის ეტაპებსა და პროფილაქტიკის მიზნით.

კარიესის მკურნალობა ასევე შესაძლებელია ლაზერით. ლაზერით მკურნალობა რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც გამძაფრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან, ასევე ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების შემთხვევაში. ეს არის ყველანაირად სტერილური და უსაფრთხო მეთოდი, მოქმედება კი მიმართულია მხოლოდ დაზიანებულ ნაწილებზე, შესაბამისად ჯანმრთელი მიკროფლორა არ ზიანდება. აღსანიშნავია, რომ ლაზერს იყენებენ არამარტო მკურნალობისთვის, არამედ დიაგნოსტიკისთვისაც, ისევე როგორც რენტგენს.
უკანასკნელი მეთოდი- საჰაერო-აბრაზიული მეთოდიკაა. ეს მეთოდი გულისხმობს კარიესის ჰაეროვანი ჭავლის მეშვეობით მოშორებას. საჰაერო-აბრაზიული მეთოდი, სხვა მეთოდების მსგავსად, სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა.