ორთოპედია – კბილების პროტეზირება

 ჩვენი სპეციალისტები  ახორციელებენ პროტეზირების შემდეგ სახეობებს

  • მოსახსნელი კონსტრუექციები
  • მოუხსნელი კონსტრუქციები

კონსულტაციის დროს ექიმი ირჩევს თქვენთვის შესაფერის ვარიანტს, ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინებით. პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება და გამოცდილება, საშუალებას გვაძლევს საბოლოოდ მივიღოთ კარგი შედეგი.

მოსახსნელი კონსტრუექციები

არ იფიქროთ, რომ მოსახსნელი კონსტრუქციები ესაჭირობა მხოლოდ ასაკოვან მომხმარებლებს. მთლიანი მოსახსნელი პროტეზი არის ყველაზე უკიდურესი გამოსავალა ყველა კბილის დაკარგვის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს დროში ეს მეთოდი არის საკმაოდ პოპულარული ხელმისაწვდომობის გამო.

 ხშირია შემთხვევები, როდესაც შესაძლებელი ნაწილობრივი პროტეზირება ანუ ისეთი პროტეზის დამზადება, რომელიც ცვლის ერთს ან რამოდენიმეს დაკარგულ კბილს. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ფართო ასორტიმენტს მოსახსნელი კონსტრუქციებისა – ბიუჯეტური პლასტმასის პროტეზებით დაწყებული და მაღალტექნოლოგიური ელასტიური, ბიგელისებური პროტეზებით დამთავრებული.

მოუხსნელი კონსტრუქციები

 

 

მოუხსნელი პროტეზირება გულისხმობს გვირგვინის დამზადებას. გვირგვინი არის ე.წ. თავსახური- კბილის დამცავი ზედაპირი, რომელიც ღრძილტანაა დაკავშირებული.

 არსებობს ხელოვნური გვირგვინის დაყენების რამდენიმე მიზეზი:

 

  • თუკი კბილის ბუნებრივი ქსოვილის მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი, ხელოვნური გვირგვინი შეიძლება ბჟენის ალტერნატივა გახდეს;
  • თუკი კბილი გაიბზარა, დასუსტდა და ხელოვნურ დაცვას საჭიროებს;
  • იმპლანტის დაფარვის ან ხიდის გამაგრების შემთხვევაში;
  • თუკი კბილი ესთეტიურ გაუმჯობესებას საჭიროებს, ხელოვნური გვირგვინი დეფექტების დასაფარად გამოიყენება.

კლინიკა „ელიტ“-ში გვირგვინების დაყენების პროცედურა საკმაოდ კომფორტული, საიმედო და სწრაფია. გამოიყენება თანამედროვე მეთოდები და უმაღლესი ხარისხის მასალები.

გვირგვინის სახეობები:

ცნობილია, რომ გვირგვინის 3 სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან მასალითაა განსხვავებული:

1)მეტალო-კერამიკის გვირგვინები;

2)ცირკონო-კერამიკის გვირგვინები;

3)ცირკონის გვირგვინები.

მეტალო-კერამიკის გვირგვინები დაბალი ფასით გამოირჩევა.

ლითცირკონო-კერამიკის გვირგვინები კი განსაკუთრებული სიმყარითა და შესანიშნავი ესთეტიურობით. ამგვარი გვირგვინის შიდა ნაწილი ლითონისგან შედგება, ხოლო გარეთა-ფაიფურისგან.

ყველაზე ძვირადღირებულია ცირკონის გვირგვინები.  ცირკონოასეთი გვირგვინები მაღალი ესთეტიურობით გამორჩეული გვირგვინია, რომელიც ყველაზე მეტადაა მიახლოებული ბუნებრივ კბილთან, როგორც გარეგანი, ასევე ფუნქციური მაჩვენებლებით. დღეისთვის ცირკონის მასალა არის ყველაზე ინოვაციური საშუალება, რომელიც არის ბიო თავსებადი  და არ შეიცავს მეტალს.