კბილების პროფესიონალური გაწმენდა

პირის ღრუს ჰიგიენა ჩვენი კულტურის უმთავრესი ნაწილია, რომელიც უძველესი დროიდან თან სდევს ადამიანებს. უძველესი ადამიანები ჰიგიენის დასაცავად იყენებდნენ  სხვადასხვა მცენარეებსა და ჯოხებს, დღეს კი პირის ღრუს სისუფთავის დასაცავად არაერთი საშუალება არსებობს.

ნადები ეწოდება იმ ზედმეტ ფენასა და ქვებს, რომელიც პირის ღრუს არასწორი მოვლის შედეგად ჩნდება. ნადები თავის მხრივ იწვევს არამარტო ესთეტიურ დისკომფორტს, არამედ თუკი მას დროულად არ მოვაშორებთ, კარიესისა და პაროდონტიტის რისკს, რომელიც კბილის დაკარგვის საშიშროებას წარმოშობს.

სახლის პირობებში პირის ღრუს ყველაზე ძირფესვიანი გასუფთავების შემდეგაც კი არ არის გარანტირებული, რომ ნადები სრულყოფილად მოშორდება რთულად მისაწვდომ ადგილებს. კბილის ქვისა და წარმოქმნილი ფენების მოშორებას მხოლოდ კბილების სპეციალური ტექნოლოგიებით პროფესიული წმენდა უზრუნველყოფს.

ჩვენი კლინიკა მისაწვდომს ხდის პროფესიონალური გზებით ჰიგიენის დაცვას. ჩვენ ვიყენებთ ულტრაბგერით სკალერებს, ჰაერის აბრაზიულ სისტემა Airflow-სა და სხვა ინსტრუმენტებს.

პროფესიული წმენდა გულისხმობს 2 ეტაპს:

  • კბილის ქვების მოშორება მექანიკური ინსტრუმენტებით ან/და ულტრაბგერების საშუალებით;
  • ზედაპირული ნადების მოშორება, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ისეთი ნივთიერებებისგან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, ნიკოტინი და ა.შ.

 

კბილების ულტრაბგერის მეშვეობით გაწმენდა:

ქვების მოშორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ულტრაბგერითი წმენდაა. პროცედურა აშორებს რბილ ნადებს, ქვებსა და გაჩენილ პიგმენტებს ჩაის, ყავის, სიგარეტისაგან და სხვა ფერისმიმცემი საკვებისგან. ეს ხდება ვიბრაციული ზემოქმედების მეშვეობით, რომელიც ზემოქმედებს კბილის ზედაპირის მთლიან მოცულობაზე. ეს არის სრულიად უსაფრთხო პროცედურა, რომელიც მოკლე დროშია შესაძლებელი. ამ მეთოდით ექიმი სტომატოლოგი  კბილს ყველაზე მყარ ნადებსაც კი აშორებს და ემალს არ აზიანებს. ულტრაბგერითი წმენდის შემდეგ ხდება კბილის ემალის თანაბარი შესწორება, რადგან მომავალში უსწორმასწორო ადგილებში არ გაჩნდეს ბაქტერიები.

ულტრაბგერითი წმენდის შედეგად თქვენ მიიღებთ სამმაგ ეფექტს:

  • კბილის ქვების სრული მოშორება;
  • შეშუპებული ღრძილების პროფილაქტიკა;
  • კბილების ვიზუალური გაუმჯობესება.

 

 კბილების გაწმენდა Air Flow აპარატით ნადების დელიკატური მოშორების მეთოდია:

Air Flow აპარატით“ ნადების დელიკატური მოშორების მეთოდა დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ხშირად მას

ულტრაბგერითი გაწმენდის შემდეგაც იყენებენ. ამ შემთხვევაში ზედმეტი დამუშავების საჭიროების მქონე ნაწილები სპეციალური აეროზოლით მუშავდება.

Air Flow  სისტემით წმენდა სრულიად უსაფრთხოა, რადგან გამწმენდი ფხვნილის შემადგენლობაში არ შედის აგრესიული კომპონენტები.

Air Flow  სისტემით წმენდის შედეგად პაციენტი იღებს შემდეგს:

1)მომენტალურ კოსმეტიკურ და თერაპიულ ეფექტს;

2)სისუფთავის სასიამოვნო შეგრძნებას;

3)ფტორიდებით გამდიდრებულ ემალს;

4)ბრეკეტებისა და პროტეზების შემთხვევაში ღრმა გაწმენდის საშუალებას;

5)რამდენიმე ტონით გათეთრებულ და ბრწყინვალე ემალს.