ექიმები

zurab

ნინო გერსამია

ექიმი პარადონტოლოგი, სტომატოლოგიური კლინიკა „ელიტ“-ის წამყვანი სპეციალისტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

სპეციალიზაცია: პარადონტოლოგია

კვალიფიკაცია:

2000-2003 წლებში გადიოდა პრაქტიკებს «Dentsply»-ის სასწავლო ცენტრებში. (USA)

2003-2004 წლებში კი- გერმანიის სასწავლო ცენტრში „Vectorr Durr“.

2008 წელს  ქ. პეტერბურგის პავლოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ლაზერული მეთოდით მკურნალობის სპეციალისტ, აკადემიკოს ნ. პეტრიშევთან – აიმაღლა კვალიფიკაცია ღრძილების ლაზერული ტექნოლოგიებით მკურნალობის სფეროში.

თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ექიმი ნინო გერსამია იყენებს ღრძილების მკურნალობის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს. ის იყო პირველი ექიმი, რომელმაც საქართველოში გერმანიის აპრობირებული მეთოდით- „Vector Durr“-ით მუშაობა დაიწყო. ექიმი ასევე იყენებს ლაზერული ფოტოდინამიკური თერაპიისა და ოზონოპთერაპიის ინოვაციურ მეთოდებს.