ექიმები

zurab

ლევან კობაჩიშვილი

სტომატოლოგიური კლინიკა „ელიტ“-ის ექიმი-ორთოპედი.

სპეციალიაზაცია: იმპლანტოლოგია, პროტეზირება (მოხსნადი და მუდმივი კონსტრუქციები)

კვალიფიკაცია:

1995-2000 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე.

2001 წელს დაამთავრა კურსი სახელწოდებით „საერთო პროფილის სტომატოლოგი“.

2005 წელს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, იმავე წელს კი უკვე ქ. თბილისში კურსი სახელწოდებით -„ორთოპედიული სტომატოლოგია“.

2010 წელს დაესწრო საბაზისო სემინარს- „Bredent medical“, დენტალური იმპლანტების დანერგვა სისტემით- „SKY“.

2011 წელს- ქ.თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ლექცია-სემინარს, „კომპიუტერული ტომოგრაფია, 3D ტექნოლოგიები, ყბა-სახის ქირურგიის დენტალური პრაქტიკა და ოტორინოლარინგოლოგია“. ასევე დაესწრო უკრაინის ქ.პოლტავაში ჩატარებულ საშემოდგომო სემინარს და მასტერ-კლასს სახელწოდებით- „ ოკლუზიის დროს კბილების წყობის აღდგენა“.

მომავალ წელს უკრაინის ქ. პოლტავაში მონაწილეობა მიიღო ლექცია-სემინარში „ მიმდევრული დეზოკლუზია ეშვური დომინანტობის შემთხვევაში- შესაძლებელი და მარტივია!“

2013 წელსვე დაესწრო ქ. თბილისში ჩატარებულ იმპლანტოლოგთა საერთაშორისო კონგრესსა და იმავე წლის მასტერ-კლასს სახელწოდებით „არტიკულაცია და ოკლუზია, მუშაობა არტიკულატორებითა (STRATOS 100/300 invoclar) და სახსრების დისფუნქცია.

2014 წელს მონაწილეობდა კალიფორნიაში კერამიკის თემატიკაზე გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში.