RF ლიფტინგი

rf-liftingi1 RF ლიფტინგი ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და იგი თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი დგება მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივმოქმედი ეფექტით. კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური (ოპერაციული გადაჭიმვის შედეგად კანი პირიქით, თხელდება). ალაგებს მცირე და საშუალო ზომის ნაოჭებს (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), ასწორებს მოდუნებულ კანს ( სახე, „დეკოლტეს“ მიდამო, მხრის შიდა ზედაპირი, მუცელი, ბარძაყები, დუნდულები); ამცირებს/ალაგებს სტრიებს, აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ასწორებს გრავიტაციულ ფტოზს და  ლიპოსაქციის შემდგომ rf-liftingi2დეფექტებს; ეს მეთოდიკა მნიშვნელოვანია ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში. პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთია, პროცედურების რაოდენობა საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურია, პროცედურებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა. მისი ჩატარება არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ანესთეზიას. RF ლიფტინგი ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და იგი თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი დგება მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივმოქმედი ეფექტით.

rf-liftingi3ალაგებს მცირე და საშუალო ზომის ნაოჭებს (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), ასწორებს მოდუნებულ კანს ( სახე, „დეკოლტეს“ მიდამო, მხრის შიდა ზედაპირი, მუცელი, ბარძაყები, დუნდულები); ამცირებს/ალაგებს სტრიებს, აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ასწორებს გრავიტაციულ ფტოზს და  ლიპოსაქციის შემდგომ დეფექტებს; ეს მეთოდიკა მნიშვნელოვანია ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში. პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთია, პროცედურების რაოდენობა საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურია, პროცედურებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა. მისი ჩატარება არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ანესთეზიას.