ექიმები
ქეთევან ვეზდენი
სტომატოლოგიური კლინიკა „ელიტ“-ის ექიმი-ორთოპედი.
სპეციალიზაცია: ორთოპედია, ქირურგია.
კვალიფიკაცია:
2001-2006 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. შემდგომ, 2007-2009 წლებში გაიარა რეზიდენტურა სტომატოლოგიურ აკადემიაში “Dentex-95”ორთოპედიულ სტომატოლოგიის განხრით დავით სუხიტაშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წელს კი უკვე- ორალურ ქირურგიაში გიორგი მენაბდეს თაოსნობით.
ექიმი ქეთევან ვეზდენი ასევე ესწრებოდა ევროპისა თუ საქართველოს მასტერ-კლასებსა და კურსებს.
ესენია, Domenico Massironi-ს სკოლის რესტავრაციის კურსი, ბუდაპეშტის ცნობილი Style Italiano-ს – კურსი ესთეტიკური რესტავრაციის შესახებ, ზაზა ხატიაშვილის მასტერ-კლასი თანამედროვე იმპლანტოლოგიასა და Yaroslav Stelmakh-ის – ლექცია-სემინარები CAD-CAM-ის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.