თანკბილვის გასწორება კლინიკა „ელიტ“-ში
კლინიკა „ელიტ“-ში ორთოდონტიას
დიდი ყურადღება ექცევა, ამ სფეროში მომუშავე სტომატოლოგებს კი, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, ნებისმიერი თანკბილვასთან ასოცირებული პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.
არასწორი თანკბილვა არამარტო ესთეტიურ დისკომფორტს, არამედ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს განაპირობებს, ესენია:
- კარიესის განვითარების საფრთხე;
- პროტეზირების პროცესის გართულება;
- ტკივილი;
- კისრის ოსტეოქონდროზის განვითარების რისკი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის არასწორი ფუნქციონირების საფრთხე.
აღსანიშნავია, რომ ორთოდონტული მკურნალობისთვის არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი. თანკბილვის გასწორება თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერ ასაკში ხორციელდება. მკურნალობის კურსი დაახლოებით 1-დან 2 წლამდე მერყეობს, რომლის დროსაც პაციენტებისთვის კონსულტაციებზე რეგულარულად სიარულია აუცილებელი. ცნობილია, რომ ორთოდონტული
პრობლემების აღსაკვეთად ყველაზე ეფექტური ბრეკეტ-სისტემაა.
თანკბილვის გასწორება ბრეკეტ-სისტემით
ბრეკეტი- ეს სპეციალური სისტემაა, რომელიც კბილებზე მაგრდება და მექანიკური ზემოქმედებით მათ სწორ მიმართულებას აძლევს. ამ სისტემით ძირითადად მოზარდები მკურნალობენ.
კურსის დასაწყებად პირველ რიგში სწორი დიაგნოსტიკაა საჭირო, რაც ყბის ანაბეჭდის აღებასა და პანორამული ფოტო-სურათების გადაღებას გულისხმობს. ამის შემდეგ ექიმი ორთოდონტი არჩევს ბრეკეტების საჭირო სახეობას- მეტალის ან კერამიკულ ბრეკეტებს.
მთლიანი კურსი დაახლოებით 1-დან 2 წლამდე გრძელდება, თუმცა ბრეკეტ-სისტემის დაყენებას სულ რაღაც 1 დღე სჭირდება. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. სისტემის დაყენების შემდეგ პაციენტი ვალდებულია თვეში ერთხელ ექიმს
კონსულტაციაზე ეწვიოს.
ბრეკეტების ფასი დამოკიდებულია მის სახეობასა და მწარმოებელზე. კლინიკა „ელიტი“ პაციენტებს ორი სახის ბრეკეტებს სთავაზობს, ესენია: ვესტიბულარული და ლინგვისტური (ანუ ენისკენა). ვესტიბულარული ბრეკეტები კბილების გარეთა ზედაპირზე მაგრდება, მეორე- ლინგვისტური ბრეკეტები კი კბილების შიდა ზედაპირზეა განლაგებული და ნაკლებადაა შესამჩნევი.
ვესტიბულარული სისტემის რამდენიმე სახეობა არსებობს:
1. მეტალის ბრეკეტები- გამოირჩევიან სიმყარით, ეფექტურობით, ანტიალერგიულობითა და მისაღები ფასით. ამ სახის ბრეკეტები უმეტესად ბავშვების მკურნალობისას გამოიყენება. მეტალის ბრეკეტების არჩევისას პაციენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ფერიც.
2. კერამიკული ბრეკეტები- მახასიათებლებითა და ფასით ძალიან ჰგავს მეტალის ბრეკეტებს, თუმცა ამ სახის ბრეკეტ-სისტემას აქვს უპირატესობა, რაც ესთეტიურად უკეთეს სურათში მდგომარეობს. კერამიკული ბრეკეტები შეირჩევა კბილის ბუნებრივი ფერის მიხედვით და ანტიალერგიულია.
3. საფირის ბრეკეტები- ამ სახის ბრეკეტ-სისტემა რთულადაა შესამჩნევი, თუმცა სხვა დანარჩენი სახეობის ბრეკეტ-სისტემებისგან განსხვავებით მეტად ალერგიული შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, საფირის ბრეკეტები ყველაზე ძვირი სახეობაა, რომლებსაც ძირითადად ზრდასრული ადამიანები ირჩევენ. მეტალის ბრეკეტები კი საუკეთესოა ბავშვებისთვის.