ბოტოქსი

ნაოჭებს ზოგი ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებებით ებრძვის, ზოგიც – პლასტიკურbotoqsi4 ქირურგს მიმართავს, თუმცა ქირურგიასა და კოსმეტიკას შორის არსებობს ოქროს შუალედი – ინვაზიური კოსმეტოლოგია, რომელიც გვეხმარება მოკლე დროში, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გავთავისუფლდეთ ნაოჭებისგან.

ბოტოქსი – ეს არის გასუფთავებული და შესუსტებული ბოტულიზმის „A“ ტიპის ნეიროტოქსინისგან დამზადებული პრეპარატი, რომლის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო.

თავდაპირველად პრეპარატი ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა და მისი მთავარი თვისება კუნთების მოდუნება იყო. თუმცა მკურნალობის პროცესში გამოვლინდა პრეპარატის უნიკალური გვერდითი ეფექტი – პაციენტებში დაფიქსირდა თვალის გარშემო, ტუჩისა და შუბლის მიდამოებში ნაოჭების ალაგება.

რაღა თქმა უნდა,  ამ უნიკალური თვისებით მალევე დაინტერესდნენ კოსმეტოლოგები და მომდევნო წლებში ბოტოქსის ინექციების გამოყენება კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაშიც პოპულარული გახდა.

ბოტოქსის ინექციები გამოიყენება სახის მიდამოში შემდეგი ტიპის ნაოჭების ასალაგებლად:botoqsi3

  • ვერტიკალური ნაოჭები, რომელიც ძირითადად განლაგებულია წარბებს შორის;
  • ჰორიზონტალური ნაოჭები, რომლებიც განლაგდება ხოლმე შუბლის მიდამოში;
  • ნაოჭები ზემო ტუჩის და ცხვირ-ტუჩის მიდამოში;
  • ნაოჭები თვალის გარშემო.

კოსმეტოლოგიური პრობლემების დროს შესაძლებელია ბოტოქსის გამოყენება 18 წლიდანაც, თუმცა ექიმები როგორც წესი მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილია 30 წლის შემდეგ. ბოტულინის ტოქსინის ინექციები წვრილი ნემსით კეთდება. კონკრეტული ზონიდან გამომდინარე, იგი კანქვეშ ან კუნთში შეჰყავთ. პროცედურა დაახლოებით 5 წუთს გრძელდება და მცირედი მტკივნეულობა ახლავს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მცირედი ტკივილისაც ეშინია, საინექციო ზონები ჯერ საანესთეზიო კრემით მუშავდება. კორექციის შემდეგ შესაძლოა, კუნთებში გაჩნდეს სიმძიმის შეგრძნება, რაც მცირეოდენ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ეს შეგრძნებაც მალევე ქრება პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ხედავს შედეგს, თუმცა მაქსიმალური ეფექტი, დაახლოებით, 2 კვირაში მიიღწევა და 6-9 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.  აქედან გამომდინარე, მდგრადი და ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად სასურველია,  ყოველ 6 თვეში ერთხელ გამეორება. რამდენიმე ათეული წელია, ეს პრეპარატი მთელ მსოფლიოში 

botoqsi1წარმატებით გამოიყენება და მისი უვნებლობა საყოველთაოდ აღიარებულია. ყველაზე გახშირებული პრობლემა არაპროფესიონალთან მოხვედრის შემდეგ ე.წ. გაშეშებული სახეა. ამის მიზეზი მხოლოდ დოზის არასწორი გამოთვლაა, ანუ როცა კანქვეშ ტოქსინის იმაზე მეტი რაოდენობა შეჰყავთ, ვიდრე საჭიროა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, კუნთები იმდენად მოდუნდეს, რომ ადამიანმა   ელემენტარული გაღიმებაც კი ვეღარ შეძლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია თავი პროფესიონალებს მიანდოთ!

კლინიკა „ელიტში“ ტოქსინი კეთდება შემდეგი პრეპარატებით:botoqsi2

  • Xseomin (გერმანია)
  • Botox (ამერიკის შეერთებული შტატები)
  • Dysport (ინგლისი)
  • Botulax (კორეა)