ექიმები
ზურაბ გერსამია
ექიმი-რესტავრატორი, სტომატოლოგიური კლინიკა „ელიტ“-ის დამფუძნებელი და მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ქ. თბილისის „რესტავრაციის სკოლის“ წინამძღოლი.
სპეციალიზაცია: ესთეტიკური და ფუნქციონალური რესტავრაცია.
კვალიფიკაცია:
1985-1992 წლებში სწავლობდა უკრაინის სტომატოლოგიურ აკადემიაში. (ქ. პოლტავა)
1998-2003 წლებში გადიოდა პრაქტიკებს რესტავრაციისა და ენდოდონტიის სფეროში «Dentsply»-ის სასწავლო ცენტრებში. (USA)
2005-2012 წლებში ესთეტიკური სტომატოლოგიის დარგში იმაღლებდა კვალიფიკაციას ევროპის სტომატოლოგიურ ცენტრებში, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ რესტავრატორებთან, ჟენევის პროფესორ- დიძიე დიჩთან, უკრაინის პროფესორ- სერგეი რადლინკსთან, სტამბულის ცნობილ რესტავრატორთან- გალიპ გიულერთან და გერმანიის პროფესორ- კარლ პიტერ მეშკესთან.
2014 წელს მონაწილეობდა კერამიკის თემაზე გამართულ კალიფორნიის საერთაშორისო სიმპოზიუმში .
2015 წელს დაესწრო უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმს ციფრულ სტომატოლოგიაზე, მონაწილეობას იღებდა ასევე დიდ ბრიტანეთში გამართულ ბიზნეს-პროგრამაში „თანამედროვე სტომატოლოგია“.
თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ექიმი ზურაბ გერსამია იყენებს მსოფლიოში წამყვანი რესტავრაციის სკოლების ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, ისევე როგორც საკუთარ სარესტავრაციო ნამუშევრებს.
მკურნალობის ფილოსოფია: ცოცხალი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნება.